პარასკევი, მაისი 24, 2013  - ნიუ იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

დაგვიანებით მიღებული სწორი გადაწყვეტილება არის შეცდომა - ლი იაკოკა

 

პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები

სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა

2001 წლის შემდგომ, რომელიც “მოხალისეობის საერთაშორისო წლად“ იყო გამოცხადებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებებმა მოხალისეობის სფეროს რეგულირებისათვის კანონებისა და პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა აღიარეს, რასაც მოხალისეობის ინსტიტუტისათვის  ხელშეწყობის მიზნით 70-ზე მეტი ახალი კანონისა და პოლიტიკის ფორმირება მოჰყვა.

სრული სტატია

 

მარტივად საპასუხო კითხვები

 

ქართული პოლიტიკური სპექტრი იყო, არის და მაღალი ალბათობით ყოველთვის იქნება მრავალფეროვანი. საინტერესო ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დღემდე ამ მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ერთი რომელიმე პარტია აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა, ხოლო სხვა დანარჩენნი უიმედო აუტსაიდერების როლში იყვნენ. დღეს, კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს აბსოლუტური უპირატესობის მოპოვებას და ბუნებრივია მათი მისამართით უამრავი კითხვა არსებობს.

დაწვრილებით: მარტივად საპასუხო კითხვები

 

რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში

შესავალი

აშკარაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ეს ცვლილება მჭიდროდ უკავშირდება ზოგადად პოლიტიკის განვითარებას რუსეთში. რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი სრულიად განსხვავებულ ფენომენს წარმოადგენდა განასახიერებდა რა ელცინის რუსეთს - ტოტალიტარული იმპერიის მემკვიდრე ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დაჩქარებული წესით გადაეღო და აეთვისებინა დასავლური მოდელი და სქემები, ქცეულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ და თავისი ღირსეული ადგილი დაეჭირა მსოფლიო თანამეგობრობაში. ეს იყო ელცინის რუსეთი, ანდა უფრო სწორად, ეს იყო ის რუსეთი როგორადაც მისი ხილვა სურდა დასავლური საზოგადოების უფრო ოპტიმისტურ და, ზოგიერთ შემთხვევაში, გულუბრყვილო ნაწილს.

დაწვრილებით: რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში

   

20 წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულთათვის

ეს წიგნები მათვის შევარჩიე, ვისაც საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლა სურს და ამის გაკეთებას დამოუკიდებლად აპირებს. ჩემს ოცეულში შეტანილი ნაშრომებით დარგი ნამდვილად არ ამოიწურება, მაგრამ ჩამონათვალს ამის პრეტენზია არა აქვს. უბრალოდ, მე შევარჩიე ის წიგნები, რომელთა ნაწილის წაკითხვის შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართ ინტერესი გაგიჩნდებათ, ყველა მათგანის წაკითხის შემთხვევაში კი დარგზე ყველაზე მაღალი სტანდარტებითაც კი მეტად კარგი წარმოდგენა შეგექმნებათ. გაითვალისწინეთ, რომ წიგნები შერჩევისას სიმარტივის მიხედვით დავალაგე (და შესაბამისად, გირჩევდით ისინი მოცემული თანმიმდევრობით წაიკითხოთ), რაც საშუალებას მოგცემთ საერთაშორისო ურთიერთობათა რთულ სამყაროს თანდათანობით, ნაკლები დროისა და ძალისხმევის ხარჯზე გაეცნოთ. სიაში შეძლებისდაგვარად მოვახვედრე ისეთი წიგნები, რომლებიც მუშაობას შეგიმსუბუქებთ და სფეროს ათვისებას სახალისოსა და სასიამოვნოს გახდის.

თორნიკე შარაშენიძე

 

დაწვრილებით: 20 წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულთათვის

 

ევროპული ომები და დიპლომატია 1799-1945

თავი 3. წმინდა ალიანსი

მეტერნიხის სამკუთხედი

1815 წლის ბოლოსთვის ევროპის თავზე 1790-იანებში შეყრილი რევოლუციისა და ომების ღრუბლები საბოლოოდ გაიფანტა. ვენის საიდუმლო შეთანხმების ხელმომწერებიდან ევროპული პოლიტიკის სცენაზე პრაქტიკულად მხოლოდ მეტერნიხი დარჩა. ტალეირანი სექტემბერში გადადგა როცა აშკარა გახდა, რომ ნაპოლეონის უკანასკნელი გამოხდომის გამო საფრანგეთს სანქციები არ ასცდებოდა (ტალეირანი მაინც აპირდებდა ბრძოლას, მაგრამ შეშინებულმა საფრანგეთის მეფემ მას ამის ნება არ დართო). 20 ნოემბერს პარიზის ახალ ხელშეკრულებას (რომელმაც საფრანგეთი 1790 წლის საზღვრებს დაუბრუნა) საფრანგეთის სახელით ხელი ახალმა საგარეო მინისტრმა ჰერცოგმა რიშელიემ მოაწერა ხელი. რაც შეეხება კასლრის, იგი ვენის კონგრესის შედეგებით კმაყოფილი დაბრუნდა ნისლიან ალბიონზე. ინგლისი შორს იყო და მისი საგარეო მინისტრი ნაკლებად მძაფრად აღიქვამდა იმ ვითარებას, რომელიც პარიზის მეორე ხელშეკრულების შემდეგ შეიქმნა ევროპაში. საფრანგეთი დამარცხებული იყო. მას მართავდნენ უხერხემლო ბურბონები და ვინმე რიშელიე, რომელიც იქამდე წლების განმავლობაში რუსეთის იმპერიას ემსახურებოდა (და ყველაზე მეტად ოდესის გუბერნატორად მუშაობის დროს გამოიჩინა თავი).

დაწვრილებით: ევროპული ომები და დიპლომატია 1799-1945

   

გვერდი 1, სულ 2

კალენდარი

< მაისი 2013 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31    

გამოკითხვა

თქვენი აზრით პრემიუმ კლასის რესტორნებს შორის რომელს მიანიჭებდით პირველ ადგილს?

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა