თბილისი (BPI) - ოლიმპიურ კომიტეტში დღეს "ლონდონი 2012"-ის ლიცენზიის მფლობელ ოთხ მძლეოსანს წარადგენენ.
სიგრძეზე მხტომელებს - მაიკო გოგოლაძეს და ბოლესლავ სხირტლაძეს, ასევე სპორტული სიარულის სახეობაში გამომსვლელ მასიეჟ როსიევიჩს და მორბენალ დავით ილარიანს წარმატებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები მიულოცავენ.
პრესკონფერენციის შემდეგ ხელმოწერის ტრადიციული ცერემონია გაიმართება. სპორტსმენები საკუთარ ხელმწერებს "ლონდონი 2012"-ის მონაწილეთა დაფაზე დატოვებენ.
მძლეოსნების ჩათვლით, დღეისათვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა 35 სპორტსმენისგან შედგება.
ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები ოფიციალურად 8 ივლისს იხურება. ქართველ სპორტსმენებს ლიცენზიის მოპოვების კიდევ ერთი შანსი 5 ივლისს, ლატვიაში მიეცემათ, სადაც ასევე მძლეოსნების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









