თბილისი (BPI) - რაში შეეძლო გამოეყენებინა უკრაინის მთავრობას ევრო-2012-ის ჩასატარებლად დახარჯული მილიონები? - ამ კითხვას უკრაინული გამოცემა „ТЕКСТИ“ სვამს და თავადვე სცემს პასუხს. ამ თანხებით შეიძლებოდა ერთი გლობალური პროექტის დაფინანსება, მაგალითად უკრაინის არმიის შეიარაღება ან საბავშვო ბაღების მშენებლობა.
ასევე ამ მილიონებით შეიძლებოდა 3 წლის განმავლობაში უკრაინის ყველა ექიმისთვის თვეში 6800 გრივნის გადახდა.
გამოცემა გვთავაზობს კვლევის შედეგებს იმასთან დაკავშირებით თუ რაში შეიძლებოდა გამოეყენებინა უკრაინის მთავრობას 51,116 მილიარდი გრივნა, დახარჯული ევრო 2012-ზე:
2045 საბავშვო ბაღის გახსნა;
3408 ბიბლიოთეკა;
153502 ამბულატორია;
ტვირთის 48-ჯერ მიტანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რაკეტა Falcon9-ზე;
პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა 3 წლით, 103 გრივნით;
დეკრეტული ანაზღაურებების 2823 გრივნით გაზრდა 3 წლის განმავლობაში;
1278 ახალი ჭაბურღილის აშენება ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად;
256 მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ამუშავება;
მცირე ბიზნესისთვის 1 022 320 კრედიტის გაცემა, 50 ათასი გრივნის ოდენობით.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









