თბილისი (BPI) - სოფლებში, სადაც ამჟამად გაზიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, თითოეულ ოჯახს შეეძლება ბუნებრივი აირი სახლში განვადებით შიყვანოს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო პროგრამის - „გაზი ყველა სოფელს“ თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროსა და კერძო კომპანიებს შორის მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებში ოჯახები ბუნებრივ აირს სახლში განვადებით შეიყვანენ.
მანჯგალაძის თქმით, ერთ-ერთი მსგავსი კომპანია „სოკარია“.
“თითოეულ ოჯახს შეუძლია ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული აირის საფასურად, განვადებით შიყვანოს ბუნებრივი აირი სახლში. შესაბისად, ნაცვლად 600-მდე ლარისა, მოქალაქე სახლში გაზის შეყვანას თვეში 25-30 ლარის ფარგლებში შეძლებს“ - განაცხადა მან.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









