თბილისი (BPI) - საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის რწმუნებული ადილ ტურსუნოვი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს შეხვდა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფების თანამშრომლობის ძირითად ტენდენციებსა და ორმხრივი მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას შეეხო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს საქართველოსთან მეგობრობის ყაზახეთის საპარლამენტო ჯგუფი თბილისს ესტუმრება. ვიზიტის თარიღი ზუსტდება.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









