თბილისი (BPI) - საპენსიო პაკეტის ზრდა პირველი სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო უკვე ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ პენსიონერს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს საპენსიო დაზღვევა, - აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განმარტა, პენსია 100 დოლარს უნდა გაუტოლდეს.
„საპენსიო პაკეტის ზრდა პირველი სექტემბრიდან იგეგმება, რაც ჯამურად 140 ლარს გაუტოლდება. უკვე ივლისის თვიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს თითოეული პენსიონერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა სახის მომსახურებას გაითვალისწინებს პოლისები, რომლითაც ისინი უკვე პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
„მოგეხსენებათ ეს არის მორიგი ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანიც არის, პენსიის ზრდის თვალსაზრისითი ჩვენი უმთავრესი დაპირების შესრულება. საპენსიო პაკეტი ამ დაპირების შესაბამისად ას დოლარს უნდა გაუტოლდეს“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









