ოზურგეთში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად,გურიის რაიონებიდან 18:00 საათზე დაიძვრებიან
თბილისი (BPI) - ოზურგეთში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად, გურიის რაიონებიდან კოლონები 18:00 საათზე დაიძვრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენელემა გელა ხვედელიძემ განუცხადა, კოლონები ოზურგეთისკენ ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან და ოზურგეთის მიმდებარე სოფლებიდან დაიძვრებიან.
აქცია ოზურგეთის თეატრთან 19:00 საათზე დაიწყება. მოედნის ნაწილზე, სადაც "ქართული ოცნების" აქცია უნდა გაიმართოს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, აქციაზე გურიის რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდებიან.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება" აქციებს ყველა რეგიონში გამართავს. აქციები უკვე ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერები შემდეგი აქციის ადგილს და თარიღს დაასახელებენ.
|
|
გამოკითხვა
შესვლა
ამინდი
გვიპოვე Facebook-ზე
საიტის ვიზიტორების სტატისტიკა
|
|









