სამშაბათი, მაისი 21, 2013  - ნიუ იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

თუ გინდათ რაიმეს გაკეთება - აუცილებლად გააკეთეთ - ბერნარდ არნო

 

გურჯაანში იუსტიციის სახლი გაიხსნა

თბილისი (BPI) - გურჯაანში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა. 

ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის იუსტიციის სახლის მომხმარებლები სერვისცენტრში ყველა იმ მომსახურებას, 250-მდე სერვისს მიიღებენ, რომელსაც იუსტიციის სახლები აერთიანებს. აქვე იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი - ლიდერთა სახლიც. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდისათვის ახალგაზრდა ლიდერები მოსწავლეებს საინტერესო და მარავლფეროვან აქტივობებს იუსტიციის სახლის სივრცეში შესთავაზებენ. გურჯაანელი მოსწავლეებისთვის მოეწყობა სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები, კინოჩვენებები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები.

გურჯაანის იუსტიციის სახლის პროექტი ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ათ თვეში დასრულდა. შენობა სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.

 

 

 

 

Share

კალენდარი

< ივნისი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

თქვენი აზრით პრემიუმ კლასის რესტორნებს შორის რომელს მიანიჭებდით პირველ ადგილს?

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა