ხუთშაბათი, ივლისი 31, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

სამუშაომ უნდა მოიტანოს გამოცდილება, ხოლო გამოცდილებამ სიამოვნება – ლარი პეიჯი

 

სააფთიქო ქსელი ,,ჯიპისი’’ BPI–ის კვლევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თბილისი (BPI) – სააფთიქო ქსელი ,,ჯიპისი’’ BPI–ის კვლევასთან დაკავშირებით, რომელი სამ ლიდერ ფარმაცევტულ ქსელში (ავერსი, პეესპე, ჯიპისი) მედიკამენტების ფასების შედარებას ეხებოდა განმარტებას აკეთებს.

BPI–ი არ ეთანხმება განმარტებაში გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის რომ კალათაში შერჩეული 10 მედიკამენტის ფასი ერთნაირი სტანდარტით დააფიქსირა სამივე სააფთიქო ქსელში, რამაც გამოიწვია ფასთა შორის 15–20%–იანი სხვაობა. მსგავსი მეთოდით ფასების შედარება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

მიუხედავად ამისა ,,ჯიპისის’’ მიერ მოწოდებულ განმარტებას უცვლელი სახით გთავაზობთ.

,,გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიპისი-ს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები 15-20%-ით უფრო ძვირია კონკურენტებთან შედარებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. კვლევა, რომელიც ჩაატარა BPI _იმ სამი სააფთიაქო ქსელის მასშტაბით, შეიცავდა გარკვეულ უზუსტობებს, რომელმაც განაპირობა საბოლოო შედეგების დამახინჯება. კერძოდ: მედიკამენტი “ჰერბექსი” გამოდის როგორც პაკეტების (დასალევი ჩაი) ასევე ტაბლეტების სახით. ამ ორი ფორმის ფასი ერთმანეთისგან რადიკალურად არის განსხვავებული. ტაბლეტის ფასია: 5.08 ლარი, ხოლო პაკეტების – 7.84 ლარი.

კვლევის შედეგად ჯიპისის სააფთიაქო ქსელში ჟურნალისტმა დააფიქსირა პაკეტის ღირებულება, ხოლო სხვა სააფთიაქო ქსელებში კი ტაბლეტის, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი განსხვავება ფასებში. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ერთი და იმავე დასახელების სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული მედიკამენტების ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან. კველვის დროს ეს დეტალი არ იყო გათვალისწინებული.

კერძოდ: ჟურნალისტმა ჯიპისის სააფთიაქო ქსელში დააფიქსირა უკრაინის წარმოებული კორვალოლის ფასი 0.94 ლარი, ხოლო სხვა სააფთიაქო ქსელებში კი ქართული “კორვალნატის” – 0.7 ლარი. გვინდა განვმარტოთ, რომ იმავე ღირებულებით “კორვალნატი” იყიდება ჩვენს სააფთიაქო ქსელშიც, რაც სამწუხაროდ BPI-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში არ დაფიქსირებულა. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჯიპისის სააფთიაქო ქსელში ნამდვილად არ არის მედიკამენტები უფრო ძვირი ვიდრე პე-ეს-პესა და ავერსში და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის სისწორე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში: 271 0707’’.

Share

კალენდარი

< თებერვალი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

გამოკითხვა

რომელ კომპანიაში ხართ დაზღვეული?

აი სი ჯგუფი - 4%
ალდაგი–ბისიაი - 24%
ალფა - 4%
არდი ჯგუფი - 8%
ირაო - 11%
კამარა - 0%
პსპ დაზღვევა - 16%
სტანდარტ დაზღვევა - 3%
ტაო - 0%
უნისონი - 5%
ქართუ - 3%
ჩარტის საქართველო - 3%
ჯიპიაი ჰოლდინგი - 19%

სულ ხმები: 100
გამოკითხვა დასრულდა on: 14 ივლ 2014 - 09:17

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა