ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა - ტოლსტოი

 

მობილური ოპერატორები - ერთი სტრატეგიით დამარცხებული მონოპოლია

 

ფიჭური რევოლუცია მსოფლიოში 1946 წელს მოხდა, როცა მეცნიერებმა ამერიკაში შექმნეს პირველი რადიოტელეფონი. რა თქმა უნდა, მისი მოცულობა და დიზაინი თანდათან დაიხვეწა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად.

 

 

საინტერესოა,

  • საქართველოში როდის დაიწყო ეს პროცესი?
  • რომელი იყო ინოვატორი ფირმა?

პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა  პერიოდში გამოჩნდა. „მეგაკომი“ ადგილობრივ ბაზარზე 1996 წელს შემოვიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ფეხის მოკიდება ქართულ ბაზარზე.

პირველი რეალური და მყარი პოზიციის მქონე GSM ოპერატორი საქართველოში გახლდათ “ჯეოსელი”, რომელიც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბიზნესში  1997 წლის მარტში გამოჩნდა, მას  სექტემბრის თვეში მოჰყვა მეორე, ამ ბიზნესის სერიოზული მოთამაშე, - „მაგთი“. ეს ორი კომპანია საქართველოს ბაზარს უკონკურენტოდ იკავებდა თითქმის 10 წლის განმავლობაში.

რეალურად, იმ პერიოდში, როცა მობილური ოპერატორები გამოჩნდნენ ბაზარზე, ქართულ ეკონომიკაში არც თუ ისე სახარბიელო მგდომარეობა სუფევდა. ქვეყანას არ ჰქონდა სწორი ეკონომიკური კურსი და სარისკო იყო  „ჯეოსელისა“ და „მაგთისთვის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლაც, თან მათ ჰქონდათ პრეცენდენტი, როცა სხვა კომპანია  კრახის გამო სრულად გავიდა ბაზრიდან.

  • რა იყო მათი ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მთავარი გზავნილები მომხმარებლისათვის და რით შეძლეს მათი მოზიდვა?

სწორი მარკეტინგული სტრატეგია, აი წარმატების მთავარი ფაქტორი. აშკარაა, რომ დღემდე ეს  უკვე კარგად ჩამოყალიბებული ორი ბრენდი  ძირითად ფონს ქმნის მობილური ოპერატორების ბაზარზე.

მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ განვითარების ეტაპებს და დავინახოთ ძირითადი პრინციპები, ასევე პრობლემები და მათი გადაჭის გზები, რაც 1997წლიდან 2013 წლამდე  ორმა მსხვილმა კომპანიამ გაიარა.

1997 წლიდან 10 წლის განმავლობაში „მაგთის“ და „ჯეოსელის“ ტანდემი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოფდა ბაზარს. არსებობს მოსაზრება, რომ ტარიფები მაშინ ხელოვნურად იყო გაზრდილი. ამ დასკვნამდე მივიდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლევის შედეგად. კვლევა დაიწყო 2010 წლის 17 სექტემბრიდან  და 4 თვე გაგრძელდა. ამ კვლევის წამოწყების მიზანი იყო ფიჭური კავშირგაბმულობის კომნპანიების მიერ დადგენილი არაადეკვატური ტარიფები.

 „მაგთი“ და „ჯეოსელი“ მაღალი ტარიფების დაწესების გამო არ დაჯარიმებულან, რადგან მაშინ არ არსებობდა მარეგულირებლის მიერ დადგენილი ზღვრული ფასები, რის გამოც მათ ჰქონდათ თავისუფლება ტარიფებთან დაკავშირებით.

2011 წლამდე „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ხელოვნურად გაბერილი ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • ჯეოსელის  - 28.8 თეთრი
  • მაგთის - 32 თეთრი.

2011 წელიდან კი მარეგულირებელმა კომისიამ დააწესა ზღვრული ტარიფი - 24.4 თეთრი.

ანტირუსული რიტორიკა და რუსული ინვესტიციები...

2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა როცა საქმე ბიზნესს ეხება, ოფიციალური თბილისი დაპირისპირებულ მხარესთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.

„აზოტი“, „ლუკოილ ჯორჯია“, „მაგისტრალური გაზსადენი“... 2007 წლის მარტიდან მობილური ოპერატორი „ბილაინი“.  ამ კომპანიების უკან სწორედ რუსული ინვესტიცები დგას.

 „ჩვენ არ ვაპირებთ „საფასო ომის“ გაჩაღებას“ - განაცხადა მაშინ საქართველოში „ბილაინის“ ხელმძღვანელმა რომან კალინინმა.

ჯეოსელსა და მაგთის შორის მაშინ ბაზარი ასე იყო გადანაწილებული:

  • ჯეოსელი - 55%
  • მაგთი - 45%

ბილაინმა სწორედ სწორი საფასო პოლიტიკის წყალობით მოკლე დროში მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა ბაზრის წილების გადანაწილებაზე.

  • რა შეიძლებოდა „მაგთის“ და „ჯეოსელს“ გაეკეთებინათ, რომ „ბილაინს“ ვერ მოეხერხებინა ქართულ ბაზარზე დამკვიდრება?

სწორი სტრატეგიით „ჯეოსელი“ და „მაგთი“ მოახერხებდა, რომ რუსეთთან ასოცირებული „ბილაინი“ არ დამკვიდრებულიყო ქართულ ბაზარზე.  მაგალითად, ანტიამერიკული განწყობის მქონე ქვეყნებში კოკა-კოლაც კი დაასუსტეს. გამოუშვეს იგივე გემოს შემცველი კოლა და მისი სლოგანი იყო „ნუ შემარხევ მე, შეარხიე შენი სინდისი“, რომელიც მომხმარებელს აწვდიდა მესიჯს, რომ არ უნდა ეყიდა ამერიკული კოკა-კოლა. „ბილაინის წინაღმდეგ“ კი არანაირი “ბიზნეს ომი” არ გაუჩაღებიათ ქართულ მობილურ ოპერატორებს, მათ ერთი შეხედვით ძალიან ადვილად დათმეს პოზიციები.

„ბილაინი“ ბაზარზე შემოვიდა ინოვაციებით, მომხმარებელს შესთავაზა დაბალი ტარიფი, რაც მაშინ თითქმის არა რეალურად ჟღერდა.

„ბილაინი“ დღეს თამამად აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე მათ შემოსვლამდე „მაგთი“ და „ჯეოსელი“ ზემაღალ მოგებებზე მუშაობდნენ და დაბალი ტრიფების დაწესება სწორედ მათი შემოსვლის შემდეგ დაიწყო. პორტირების ამოქმედების შემდეგ (2011 წლის 15 თებერვლიდან)  უამრავი აბონენტი გადავიდა ბილაინზე დაბალი ტარიფების გამო, რასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებიც ადასტურებს - 2011 წლის მონაცემებით ბილაინს ბაზრის 15% ეჭირა.

თუ ბილაინმა შეინარჩუნა ტემპი და განაგრძო გადაბირება მომხმარებლებლების,რით დაუპირისპირდებიან მას დანარჩენი კომპანიები?  

 

სტატია მოამზადა "Business Informational Center (BIC)"

 

Share

კალენდარი

< ივლისი 2013 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

გამოკითხვა

რომელი ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყების მუშაობა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტურად?

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი - 47.3%
ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე - 1.5%
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – დავით შავლიაშვილი - 0.2%
ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური - 27.6%
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – ელგუჯა ხოკრიშვილი - 0.1%
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ოთარ დანელია - 2%
განათლების სამინისტრო – თამარ სანიკიძე - 0.5%
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო - 4.3%
საქართველოს ეროვნული ბანკი – გიორგი ქადაგიძე - 16.4%

სულ ხმები: 1321
გამოკითხვა დასრულდა on: 23 ოქტ 2014 - 00:33

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge