კვირა, აპრილი 26, 2015  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

ყოველთვის იყავით მზად ყველაზე ცუდისთვის – ლი კა შინგი

 

24 მაუწყებელს ლიცენზია გაუხანგრძლივდა

თბილისი (BPI) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 24 ტელეკომპანიას სამაუწყებლო ლიცენზია 10 წლის ვადით გაუხანგრძლივა. სამაუწყებლო ლიცენზიის გახანგრძლივებაზე თანხმობა მიიღეს შემდეგმა მაუწყებლებმა: „ტელე–რადიო კომპანია მწვანე ტალღა“, „ტელეკომპანია თბილისი“, „ტელეკომპანია I სტერეო“, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, ტელეკომპანია „დია“, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“, „იმპერია“, „კვენეტაძე და კომპანია“, „ტელერადიოკორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“, „ეკომი“, „ტელე–რადიო კომპანია ბორჯომი“, „ტელე–რადიო პრესკომპანია ზარი“, ასოციაცია „ათინათი“, რადიო „იმედი“, „რადიოცენტრი პლუსი“, რადიო „არტი“, ტელეკომპანია „მე–5 არხი“, ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“, ტელე–რადიო კომპანია „რიონი“, ტელე–რადიო კომპანია „ნოსტალგია“, დამოუკიდებელი ტელე–რადიო კომპანია „ოდიში“, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ და „თვალი.“ შეგახსენებთ, რომ ტელე–რადიო კომპანია „სამეგრელოს“ ლიცენზიის გახანგრძლივების საკითხი გადაიდო. კომისიის განმარტებით, 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე „სამეგრელოს“ არაუფლებამოსილი პირი წარმოადგენდა, გარდა ამისა, არ ჰქონდა შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. კომისიამ ამ კომპანიას დარღვევების აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადა მისცა. ასევე 30 დეკემბერს კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ტელეკომპანიების „TV-7“-სა და „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ განაცხადის საფუძველზე. ისინი სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვენ. „ივერია“ (იგივე საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნება“) უკვე ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და საკუთარ პროგრამებს საკაბელო კომპანიების მეშვეობით თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ავრცელებს.

კომპანია „TV-7“ 2011 წლის ივნისში დაარსდა, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზია რამდენიმე თვის შემდეგ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. არსებული ლიცენზიით, მას პროგრამების გავრცლება მხოლოდ დედაქალაქის საშუალებით შეუძლია. „TV-7“-სა და „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ საკითხს კომისია 30 იანვარს ზეპირი მოსმენისას განიხილავს, გადაწყვეტილებას კი თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

Share

კალენდარი

< იანვარი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

გამოკითხვა

ქართველი საქმიანი ქალბატონები, ვინ მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?

აბსანძე ნინო– ,,ფრესკო’’ - 46.1%
ალასანია ნაზი – ბიტუმის იმპორტიორი კომპანია ''ფასტ პლიუსი'' - 0%
ასათიანი მარიამ – რემაქს კაპიტალი - 0.9%
დაუშვილი ირმა– სამშენებლო მასალების კომპანია ''დიო'' - 2.2%
ვასაძე ნინა – მერსედესის ავტოდილერი ''ფალკონ ავტო'', უკრაინა - 0%
ზამბახიძე ნინო – ფერმერთა გაერთიანება - 3.7%
თოლორაია ნატალია – სილამაზის სალონების ქსელი ,,ნატალი’’ - 0.1%
თურნავა ნათია – საპარტნიორო ფონდი - 0.2%
კანდელაკი თიკა – ,,ვიატკა ბანკის’’ დირექტორთა საბჭოს წევრი, რუსეთი - 0.1%
კუკუნაშვილი მარიამ – „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ - 0.1%
ლორთქიფანიძე თეა – კორსტანდარტბანკი - 0.5%
მაჭავარიანი თიკო – ,,ნიკორა ტრეიდი’’ - 1%
პატარკაციშვილი ნანა – ტვ ''იმედი'' - 0.2%
სონიშვილი ლია – კლინიკა ''მედი'' - 44%
სიდამონიძე მაია – სასატუმრო ,,ტერასა’’, პროთრეველი - 0.1%
ქოქოლაძე ეთერ – ტექნო ბუმი - 0.4%
ქაძანაია ბელა– ტორტების მაღაზიების ქსელი ,,ბელა’’ - 0.2%
ღაჭავა ლაურა – სამკერვალო ფაბრიკა LG - 0.3%

სულ ხმები: 33030
გამოკითხვა დასრულდა on: 21 თებ 2015 - 00:00

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge