ორშაბათი, ივლისი 28, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

ბიზნესში უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ქარიზმა – მიხეილ პროხოროვი

 

სწრაფი გადახდის აპარატები - ბიზნესი თუ საბანკო პროდუქტი?

 

თბილისი (BIC) - საქართველოს საგადასახადო ბაზარზე სწრაფი ტემპით  ვითარდება ნაღდი ფულის მიმღები  გადახდის აპარატების ქსელი, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოხერხებული და ოპერატიული გზით განახორციელონ სხვადასხვა ტიპის გადახდები. ბიზნესის ეს სფერო განვითარებადია და კონკურენციაც  მძაფრია, რადგან ბევრი ახალი კონკურენტი ჩნდება და უკვე არსებული კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებს ინოვაციური მომსახურება შესთავაზონ. ბიზნესის ამ სფეროში ინოვატორი ქვეყანა გახლდათ რუსეთი. სწორედ ამ ქვეყნიდან წამოვიდა ჩასარიცხი აპარატების შექმნის გეგმა.

 

საქართველოში, ამ სფეროში, სხვადასხვა კომპანიები არიან ჩართულნი და მათი რიცხვი მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევს. თუმცა მათ შორის დღევანდელ ბიზნეს გარემოში ძირითადად 4 მსხვილი კომპანია ოპერირებს. ესენი გახლავთ: ნოვა-ტექნოლოჯი, „OSMP”, „საქართველოს ბანკის“ კუთვნილებაში მყოფი „EXPRESS Pay”,თი-ბი-სი ბანკის „tbc pay”.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ბაზარზე მცირე ხნის წინ გამოჩნდნენ. ამ პროდუქტის შეთავაზება მომხმარებელთათვის განპირობებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებითა და მომხმარებლების მოთხოვნით. საწყის ეტაპზე კომპანიების რიცხვი მცირე იყო და კონკურენციის დონეც საკმაოდ დაბალი. დროთა განმავლობაში კი ორივე ფაქტორის მოცულობამ მოიმატა.

დღევანდელ დღეს არსებული მსხვილი ბაზრის წილის მქონე კომპანიებიდან ერთ -ერთი ინოვატორი გახლდათ  „ნოვა-ტექნოლოჯი“, რომელიც დაარსდა 2007 წელს. მან პირველ რიგში  შექმნა თავის არეალში ის მომსახურეობები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, კომპანიამ სულ მოკლე ხანში შეძლო ქსელის განვითარება. ნოვას ამ დროისათვის მთელ საქართველოში აქვს სხვადასხვა ტიპის გადახდების 4,000-ზე მეტი წერტილი, ხოლო ყოველდღიური მომხმარებლების მუდმივად მზარდი რიცხვი ამჟამად  300,000-ს შეადგენს.

კომპანიის ფასეულობები გახლავთ : პროფესიონალთა გუნდი, მართვის თანამედროვე მეთოდები, ინოვაციური ხედვა, კლიენტებისა და პარტნიორების პატივისცემა. ეს მიმართულია მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობისაკენ.

მაღალი კონკურენციის პირობებში ,,ნოვა-ტექნოლოჯი“-ს წარმომადგენლები ცდილობენ რეგიონალურ წარმომადგენლობებთან ერთად აქტიურად განავითარონ სადილერო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ქსელები. საინტერესოა რამდენად გაამართლებს მათი ეს სტრატეგია?

ნოვა-ტექნოლოჯი_ს უშუალო კონკურენტი დაარსებიდან დღემდე გახლავთ კომპანია “OSMP”, რომლის   ფუნქციონირება სტარტს იღებს  2004 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხოლო უკვე 2006 წელს საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე და ლიდერი კომპანიის სახელით შემოდის ქართულ ბაზარზე. იგი პირველი კომპანიაა ბიზნესის ამ სფეროში და წარმატებით იკავებს მნიშვნელოვან ადგილს იმ დროისათვის უკონკურენტო საბაზრო პირობებში. საწყის ეტაპზე , რა თქმა უნდა , რთული გახლდათ პროდუქციის გაცნობა მომხმარებელთათვის , მაგრამ გამოცდილებამ ,ხარისხმა და სწრაფმა მომსახურების სერვისმა  ადვილად მოაპოვებინა კომპანიას მომხმარებლებში  სანდოობის მაღალი ხარისხი.

გარდა ზემო განხილული კომპანიებისა, ასევე დღევანდელ ბიზნეს  სიტუაციაში იკვეთება ორი ლიდერი კომპანია,რომლებიც  შესაბამისი ბანკების კუთვნილებაშია.ესენია: “TBC PAY - თი ბი სი ბანკი“  და  „EXPRESS PAY - საქართველოს ბანკი“.

პირველი  მათ შორის შემოდის თი-ბი-სი ფეი, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდანაა. კომპანიის მთავარი ღირებულება არის ხარისხი,რომელსაც სთავაზობს 100000_მდე მომხმარებელს.

TBC PAY_ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი უპირატესობებია: მოხერხებულობა, არჩევანის თავისუფლება (მომსახურებების ფართო ასორტიმენტი ), სისწრაფე, საიმედოობა. რამდენად რეალურია მათი შეხედულებები, ეს მომხმარებლის არჩევანსა და სანდოობის ხარისხზეა დამოკიდებული.

თი_ბი_სი ფეის კომპანიის მმართველობაში ჩამოყალიბებული აქვთ კორპორაციული კულტურა, ერთ-ერთი მთავარია წესია: “ვმართავთ თი-ბი-სი ფეის დელეგირებით. ყველა თანამშრომელი არის ჩართული კომპანიის მართვაში, გადაწყვეტილებები მიიღება კომპანიის მენეჯმენტის დაბალ დონეზე“.  საინტერესოა რამდენად გაამართლებს მსგავსი მიდგომა კომპანიისთვის თუ აჯობებდა უმაღლეს დონეზე მომხდარიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება? ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებთ მათ  ბიზნესის ამ სფეროში  განვითარების მხრივ დიდი ზრახვები არ გააჩნიათ.

მეოთხე მსხვილი კომპანიაა საქართველოს ბანკი-ს “express pay”, რომელიც შედარებით ახალია და მან მცირე მონაკვეთში შეძლო უპირატესობაც მოეპოვებინა კონკურენტებს  შორის. მან სწორად მოარგო თავის სტრატეგია საბაზრო მონაცემებს და განავითარა მისი საქმიანობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება მისთვის გახლდათ  „მეტრომანის“ სისტემასთან დაკავშირებული ტენდერის მოგება, რითაც საკმაოდ გაზარდა მომხმარებელთა რიცხი.

ასევე მისი შედარებითი უპირატესობა სხვა კომპანიებთან შედარებით გახლავთ 0%-იანი  სატარიფო  განაკვეთი. მისგან განსხვავებით, 2013 წლის 1 აპრილიდან სხვა სწრაფი   გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს ოდენობა ჩარიცხული თანხის 4 პროცენტით განისაზღვრა. 

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ express pay-ს ბიზნესი ჯამში მომგებიანია. ჩვენ ვუყურებთ ჯამურ მოგებას და არა მოგებას კონკრეტულ პროდუქტზე”.

დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური თემაა ამ ბიზნესში მობილური ოპერატორების ჩარიცხვის პროცენტთან დაკავშირებული საკითხი .როგორც ავღნიშნეთ“ საქართველოს ბანკ“-ს 0% -იანი განაკვეთი აქვს,ხოლო საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ დანარჩენ სხვა კომპანიებს  4%-იანი.

საინტერესოა ეს თემა  მომხმარებლებთათვის,რომლებიც ბოლომდე ინფორმირებულნი არ არიან თუ კონკრეტულად რომელ აპარატზე რამდენი პროცენტის დაქვითვა მოხდება. როგორც ცხადია , საბანკო სექტორის შესვლამ ამ სფეროში  არც თუ კარგ მდგომარეობაში ჩააყენა მათთან შედარებით მცირე კაპიტალის მქონე კომპანიები თუ სხვადასხვა სადილერო ქსელები.

ჩვენ  გავესაუბრეთ ერთ-ერთი მსხვილი სადილერო კომპანიის “GENIUS”-ის დირექტორს  ვახტანგ   ჩხეიძეს , რომელმაც ფართოდ ისაუბრა აღნიშნულ ბიზნესზე და ასევე მისი განვითარების მიმართულებებზე. მან ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება,რაც საინტერესოა ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის.   კომპანია“Genius”  2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ბაზარზე. როგორც ბ-ნ_მა ვახტანგმა გვითხრა, ეს ბიზნესი დიდ მოგებაზე არ გადის და რთულია მისი ფუნქციონირების სარფიანად  წარმართვა. დღევანდელ დღეს იგი ბაზრის სიტუაციას  ისევე ოპტიმისტურად აღარ უყურებს ,როგორც 5 წლის წინათ. მისი მოსაზრების  ერთ -ერთი მიზეზი ალბათ გახლავთ სწორედ  მობილური ოპერატორების პროცენტთან დაკავშრებული საკითხი. როგორც მან განაცხადა  „საქართველოს ბანკი“ დგას ერთ მხარეს 0%-იანი განაკვეთით ,მეორე მხარეზე კი არიან   სხვა კომპანიები რომელთაც 4%-იანი შეთანხმებული ტარიფი გააჩნიათ. იგი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ბანკმა“ ამ ნაბიჯით  დიდი დარტყმა მიაყენა ამ სფეროში არსებულ დიდი „სტაჟის“ მქონე კომპანიებს. სწორედ ამიტომ „Genius”-ის დირექტორი ფიქრობს, რომ საუკეთესო ალტერნატივა იქნება თუ მისი ბიზნესი განვითარდება აპარატების კუთხით. მას რეალურად მიაჩნია ,რომ მალე მომხმარებელი იხილავს სხვადასხვა ახალ პროდუქტს ბაზარზე  ანუ ახალ აპარატთა სისტემას ,რომელიც განხსვავებულ მომსახურებებს შესთავაზებს მათ.

საკითხავია მუდმივია თუ არა საქართველოს ბანკის ეს სტრატეგია ბაზარზე და რამდენი ხნით იქნება შესაძლებელი მომხმარებელმა ისარგებლოს 0 პროცენტიანი მომსახურებით?  სწორედ აქედან გამომდინარე , ყველას ალბათ ერთი და იგივე კითხვა უჩნდება: საინტერესოა თუ როგორი მომავალი ელის საქართველოში ამ ბიზნესს,დარჩება კი იგი ჩასარიცხი აპარატების ბიზნესად? ან როგორ შეძლებენ მცირე კაპიტალის მქონე კომპანიები ადგილის დამკვიდრებას და მომხმარებლის თვალში სანდოობის მოპოვებას? ყველაფერი კომპანიების აქტიურ ბიზნეს ქმედებებზეა დამოკიდებული.

გახდება კი სწრაფი ჩარიცხვის  ბიზნესი მხოლოდ ბანკების ერთ-ერთი პროდუქტი?  ამას დრო გვიჩვენებს....

 

სტატია მოამზადა "Business Informational Center (BIC)"

 

Share

კალენდარი

< მაისი 2013 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31    

გამოკითხვა

რომელ კომპანიაში ხართ დაზღვეული?

აი სი ჯგუფი - 4%
ალდაგი–ბისიაი - 24%
ალფა - 4%
არდი ჯგუფი - 8%
ირაო - 11%
კამარა - 0%
პსპ დაზღვევა - 16%
სტანდარტ დაზღვევა - 3%
ტაო - 0%
უნისონი - 5%
ქართუ - 3%
ჩარტის საქართველო - 3%
ჯიპიაი ჰოლდინგი - 19%

სულ ხმები: 100
გამოკითხვა დასრულდა on: 14 ივლ 2014 - 09:17

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა