კვირა, მარტი 01, 2015  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

თანამშრომლების უმრავლესობა ხელმძღვანელს გაურბის  და არა კომპანიას - რობერტ სატონი

 

სოფლის მეურნეობის ფონდში „ქართუმ“ შემოწირულობა გააკეთა

თბილისი (BPI) – ქართული ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში, საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” შემოწირულობა გააკეთა. მან ასევე განაცხადა, რომ არის კერძო შემოწირულობაც, სოფლის მეურნეობის საქველმოქმედო ფონდიდან. მინისტრი ფონდში აკუმულირებული თანხის ზუსტ მოცულობას ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან ფონდში თანხა მოძრაობს.

მინისტრი განმარტავს, რომ ფონდი არის თანხის მიმღები და დამკონტრაქტებელი და საქმეს აკეთებს სოფლის მეურნეობის პროექტების განმახორციელებელი სააგენტო. ფონდი აფინანსებს საგაზაფხულო ხვნას, რისთვისაც წელს 700 ათასი ლარია საჭირო. სახელმწიფო და ფონდი ერთობლივად აკეთებენ სერვის-ცენტრებს. სახელმწიფოს ფულის ნაწილით  ფინანსდება ირიგაციის სისტემა, რომლის გამართვასაც 350 მილიონი ლარი სჭირდება.

კირვალიძემ ასევე განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კრედიტების შესახებ ინფორმაციას მთავრობა მომავალ კვირას გამოაცხადებს. მიმდინარეობს ბანკებთან მემორანდუმების გაფორმება, თუმცა ჯერ უცნობია რომელთან. კირვალიძე განმარტავს, რომ სულ 10 სუბიექტი იქნება - ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუმცა არაა გამორიცხული, რომ სუბიექტები დაემატოს.

„პროექტის პრიორიტეტს ბანკები განსაზღვრავენ. ფონდი არის გამტარი, პროექტებისთვის  ფულს კომერციული ორგანიზაციები გაიღებენ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს ვთხოვეთ, რომ ფერმერებისაგან მიეღოთ ინფორმაცია, რა იყო მათთვის პრიორიტეტი. პროექტები მეწარმეებმა ბანკში უნდა წარადგინონ“, - განაცხადა კირვალიძემ.

 

Share

კალენდარი

< მარტი 2013 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

გამოკითხვა

ქართველი საქმიანი ქალბატონები, ვინ მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?

აბსანძე ნინო– ,,ფრესკო’’ - 46.1%
ალასანია ნაზი – ბიტუმის იმპორტიორი კომპანია ''ფასტ პლიუსი'' - 0%
ასათიანი მარიამ – რემაქს კაპიტალი - 0.9%
დაუშვილი ირმა– სამშენებლო მასალების კომპანია ''დიო'' - 2.2%
ვასაძე ნინა – მერსედესის ავტოდილერი ''ფალკონ ავტო'', უკრაინა - 0%
ზამბახიძე ნინო – ფერმერთა გაერთიანება - 3.7%
თოლორაია ნატალია – სილამაზის სალონების ქსელი ,,ნატალი’’ - 0.1%
თურნავა ნათია – საპარტნიორო ფონდი - 0.2%
კანდელაკი თიკა – ,,ვიატკა ბანკის’’ დირექტორთა საბჭოს წევრი, რუსეთი - 0.1%
კუკუნაშვილი მარიამ – „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ - 0.1%
ლორთქიფანიძე თეა – კორსტანდარტბანკი - 0.5%
მაჭავარიანი თიკო – ,,ნიკორა ტრეიდი’’ - 1%
პატარკაციშვილი ნანა – ტვ ''იმედი'' - 0.2%
სონიშვილი ლია – კლინიკა ''მედი'' - 44%
სიდამონიძე მაია – სასატუმრო ,,ტერასა’’, პროთრეველი - 0.1%
ქოქოლაძე ეთერ – ტექნო ბუმი - 0.4%
ქაძანაია ბელა– ტორტების მაღაზიების ქსელი ,,ბელა’’ - 0.2%
ღაჭავა ლაურა – სამკერვალო ფაბრიკა LG - 0.3%

სულ ხმები: 33030
გამოკითხვა დასრულდა on: 21 თებ 2015 - 00:00

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge