პარასკევი, ნოემბერი 28, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

პროდუქტის საუკეთესო რეკლამა არის ხარისხი - თომას რობეტ დიუარი

 

"სბ უძრავი ქონება“ ახალი სამშენებლო კომპლექსის „M2 იპოდრომზე" მშენებლობას იწყებს

თბილისი (BPI) –  საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ "სბ უძრავი ქონება"-მ,  ახალი სამშენებლო კომპლექსის „M2 იპოდრომზე" დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი, რომლის მშენებლობასაც "სბ უძრავი ქონება" ახორციელებს,  ჰოლანდიური განვითარების ბანკისა (FMO) და საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულია.

საცხოვრებელი კომპლექსი შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. ბინების გეგმარება ეფუძნება ყოველი კვადარატული მეტრის ეფექტურად გამოყენებას და მათი ფართი მერყეობს 47-სა და 172 კვ.მ-ს შორის, მომხმარებლის არჩევანისამებრ. ამასთან, ნებისმიერი ბინის პროექტში მფლობელს საშუალება ეძლევა შეიტანოს შესწორება და საკუთარი მოთხოვნის მიხედვით - გააერთიანოს ბინები, შეცვალოს განლაგება და იყიდოს ზუსტად იმ ფართის ბინა, რაც სჭირდება. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით.

ჰოლანდიის განვითარების ბანკის ინიციატივით, მშენებლობაზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. „M2 იპოდრომზე" მთლიანი ასაშენებელი ფართობი 63,247 კვადრატული მეტრია. კომპელექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისაგან, რომელიც განთავსებულია 15,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. კომპლექსს ექნება 6,000 კვ.მ. მოცულობის სარეკრეაციო ზონა, სადაც მოეწყობა შიდა ეზო, საბავშვო მოედანი და სხვა სახის გასართობი ინფრასტრუქტურა.

„M2 ოპოდრომზე" ბინის შესაძენად, მსურველს შეუძლია ისარგებლოს როგორც საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ასევე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 35%-ს. აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება; შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თნხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

ბინის საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით შეძენის შემთხვევაში, სესხის ვადა შეადგენს 10 ან 15 წელს, თანამონაწილეობა - შესაძენი ბინის ღირებულების 10%-დან 40%-მდე, უზრუნველყოფა - მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება. საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს.

 

 

Share

კალენდარი

< ივნისი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

საქართველოს რომელი რეგიონი მიგაჩნიათ საინვესტიციოთ ყველაზე მიმზიდველად?

აჭარა – ბათუმი - 30.2%
გურია – ლანჩხუთი - 3.8%
იმერეთი – ქუთაისი - 10.4%
კახეთი – თელავი - 15.4%
მცხეთა–მთიანეთი – მცხეთა - 4.4%
რაჭა–ლეჩხუმი – ამბროლაური - 11%
სამეგრელო – ზუგდიდი - 9.9%
სამცხე – ჯავახეთი – ახალციხე - 3.8%
სვანეთი – მესტია - 4.4%
ქვემო ქართლი – რუსთავი - 0.5%
შიდა ქართლი – გორი - 6%

სულ ხმები: 182
გამოკითხვა დასრულდა on: 26 ნოე 2014 - 08:53

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge