შაბათი, დეკემბერი 20, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

მსოფლიოში ყველაზე დიდი რისკი ბიზნესში ეს არის - იყო არაეფექტური – მიხეილ პროხოროვი

 

Alitalia თბილისი-რომის მიმართულებით ფრენებს 3 ივლისიდან დაიწყებს

თბილისი (BPI) - იტალიური კომპანია Alitalia თბილისი-რომის მიმართულებით ფრენებს 3 ივლისიდან დაიწყებს. Alitalia-ს მიერ თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, Alitalia-ს გენერალურმა მენეჯერმა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში ჯოვანი სიმონინიმ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სიმონინის განმარტებით, მიმდინარე პერიოდში თბილისი-რომის მიმართულებით კომპანია კვირაში ორ რეისს შეასრულებს. თუმცა თუკი მოთხოვნა იქნება, კომპანიის მენეჯმენტი ახალი სიხშირეების დამატებას განიხილავს.

სიმონინი აცხადებს, Alitalia განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Alitalia-ს მენეჯმენტმა 70 ახალი თვითმფრინავი შეიძინა და ამ ეტაპზე შეკვეთა აქვს მიცემული 40 ახალ თვითმფრინავზე.

სამოქალაო ავიაციის წარმოადგენლი ალექსანდრე გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ Alitalia-ის მიერ საქართველოს ბაზრით დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო. ფრენების ნებართვის შესახებ კომპანიამ განაცხადი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე განმარტავს, ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა კონკურენციას გაზრდის, ფასები საკმაოდ დაიწევს და მომსახურების ხარისხი ამაღლდება.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით ბილეთების ღირებულება 380 ევროდან დაიწყება.

Alitalia თბილისის საერთაშორისო აერპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს 3 ივლისიდან განახორციელებს. ფრენები თბილისიდან რომში სამშაბათს და კვირას, თბილისის დროით 05:00 საათზე შესრულდება. იქვე მითითებულია, რომ რომში ჩაფრენის დრო ისეა განსაზღვრული, რომ მგზავრებმა მოკლე დროში აეროპორტიდან სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი რეისებით ისარგებლონ. რომი-თბილისის რეისები ორშაბათს და შაბათს არის დაგეგმილი, რომის დროით 22:10 საათზე. Alitalia ავიარეისებს Airbus A320-ით შეასრულებს.

 

 

Share

კალენდარი

< ივნისი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

რომელ ქსელურ სავაჭრო ობიექტს სტუმრობთ ყველაზე ხშირად?

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge