ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

მე ეს მინდა, შესაბამისად მე ეს მექნება – ჰენრი ფორდი

 

ქართულ ბაზარზე ,,რენოს’’ და ,,ნისანის’’ გაყიდვები გაიზარდა, ,,ტოიოტა’’ შემცირდა

თბილისი (BPI) - ქართული საავტომობილო ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებში გაყიდვების მხრივ განსხვავებული ვითარებაა. „რენო ნისანში“ აცხადებენ, რომ გაყიდვებმა გაზაფხულზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%–ით მოიმატა.

კომპანიის დირექტორი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მოთხოვნის მატება კორპორატიული შეკვეთების გაზრდამ განაპირობა. ირაკლი ბერიას ინფორმაციითვე, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის მიმზიდველი სტაბილურად საშუალო ფასიანი – 15 ათას დოლარიანი ავტომობილებია. მისივე ცნობით, კომპანია ზაფხულის სეზონზე საცალო ვაჭრობის სეგმენტზე გააქტიურებას გეგმავს და ივლისში ადგილობრივ ბაზარზე „რენოს“ „ჯიპის“ ორი ახალი მოდელის პრეზენტაციას გამართავს.

ახალი ავტომობილების ღირებულება 17-20 ათასი დოლარი იქნება. „ტოიოტა ცენტრ კავკასიაში“ მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%–ით შემცირდა.

კომპანიის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში ქართველი მომხმარებელი დაბალფასიან, 15 ათას დოლარამდე მოდელებს ანიჭებს უპირატესობას. მისივე თქმით, „ტოიოტას“ ბრენდის „ჯიპებზე“ მოთხოვნა საპირისპიროდ ბოლო 2 წლის განმავლობაში სტაბილურია და აქცენტი 45-50 ათას დოლარიან მოდელებზე კეთდება.

 

Share

კალენდარი

< მაისი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 30 31      

გამოკითხვა

რომელი ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყების მუშაობა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტურად?

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი - 47.3%
ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე - 1.5%
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – დავით შავლიაშვილი - 0.2%
ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური - 27.6%
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – ელგუჯა ხოკრიშვილი - 0.1%
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ოთარ დანელია - 2%
განათლების სამინისტრო – თამარ სანიკიძე - 0.5%
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო - 4.3%
საქართველოს ეროვნული ბანკი – გიორგი ქადაგიძე - 16.4%

სულ ხმები: 1321
გამოკითხვა დასრულდა on: 23 ოქტ 2014 - 00:33

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა

  www.wsa.ge