ხუთშაბათი, ივლისი 24, 2014  - ნიუ-იორკი : ლონდონი : ბრიუსელი : თბილისი : მოსკოვი : სინგაპური
საწყისი გვერდი საიტის რუკა საკონტაქტო ინფო Go to English site

იყო ჭკვიანი - არაა საკმარისი, უნდა იყო განსაკუთრებით ჭკვიანი – ბერნარდ არნო

 

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა სპილენძის გადამამუშავებელ კომპანიას შეხვდა

თბილისი (BPI) - 12 დეკემბერს, ღია გარემოსდაცითი სამოქალაქო ინიციატივა (OECI) RMG Copper–ს   (ყოფილი „მადნეული“) შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა„ტყის მდგრადი მართვის“ პროექტის გაცნობა   და თანამშრომლობისსაკითხების განხილვა იყო.

როგორც ცნობილია, კომპანია თავის საქმიანობას ტყით დაფარულტერიტორიებზეც აწარმოებს, რაც   დაკავშირებულია სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებთან. განვლილ პერიოდში კომპანიას ეკრძალებოდა მოჭრილი ხე–ტყის გაყიდვა ან უფასოდ გაცემა.დღეისათვის ხე–ტყის გარკვეული რაოდენობა კომპანიის თანამშრომლებს და სატყეოს გადაეცემა,  ძირითადი ნაწილი კი ისევ ადგილზე ნადგურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დასაზუსტებელიასატყეოს პოზიცია. ასევე   პრობლემატურია  ტყეების აღდგენისა დატერიტორიების რეკულტავაციის საკითხები.

ქვემო ქართლში OECI–ის რეგიონული კოორდინატორის, გიორგიდემურაშვილის განცხადებით, RMG Copper–მა ინიციატივასთან საქმიანიურთიერთობების სურვილი გამოთქვა.

„განვლილ პერიოდში ასეთი ურთიერთობის არარსებობის მიზეზი”მადნეულის” ჩაკეტილობა და  ყველაფრის გასაიდუმლოება იყო.კომპანიის სახელწოდებასთან ერთად, სიტუაციაც უნდა შეიცვალოს. ამ ეტაპზე არის ზოგადი ხასიათის შემოთავაზებები ერთობლივიღონისძიებების შესახებ, რაც მოსახლეობის   ინფორმირებულობისა დაცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელდება. თავის დროზე ადგილობრივი ორგანიზაციები კომპანიას ერთობლივი საბჭოს შექმნას სთავაზობდნენ, რომელიც მადნეულის, საზოგადოებისა და მას-მედიის წარმომადგენლებით  დაკომპლექტდებოდა, 2-3 თვეში ერთხელ შეიკრიბებოდა,   იმსჯელებდა   პრობლემურ საკითხებზე, გააკონტროლებდა დაგეგმილი   სამუშაოების მსვლელობას, შეიმუშავებდა   რეკომენდაციებს და, რაც მთავარია, სწორ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიდა საზოგადოებას.   ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. RMG Copper–ი ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს“.

რეგიონში არსებული მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებთან და მდინარემაშავერას დაბინძურებასთან   დაკავშირებით, კომპანია სამ წლიან პროგრამას ამუშავებს. დაგეგმილია დამცავი დამბის გაკეთება იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე კაზრეთულა ბეტონის გვირაბიდანგამოდის. ამ ღონისძიებამ დაბინძურებული წყლის მაშავერაში ჩაშვება უნდა გამორიცხოს. დამბის გაკეთება ასევე დაგემილია კუდსაცავიდან ჩამომავალ ხევზეც, საიდანაც ნაჟური წყალი ისევ კუდსაცავში აიტუმბება.ამ ღონისძიებების  შემდეგ კომპანია პრევენციულ ზომებს ფოლადაურზედა ახალ კარიერზე (საყდრისი) განახორციელებს, რაც   ეკოლოგიური უსაფრთხოების სამწლიან პროგრამაშიც აისახება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლებამ„მადნეულს“ ჯარიმის სახით 13 მლნ-ის გადახდა დააკისრა. RMG Copper–ის ხელმძღვანელობის აზრით, კარგი იქნება,  თუ საწარმოს ვალი   ჩამოეჭრება და დაევალება, დარჩენილი გადასახდელი თანხაგარემოს დაცვაზე დახარჯოს.

 

 

Share

კალენდარი

< დეკემბერი 2012 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

გამოკითხვა

რომელ კომპანიაში ხართ დაზღვეული?

აი სი ჯგუფი - 4%
ალდაგი–ბისიაი - 24%
ალფა - 4%
არდი ჯგუფი - 8%
ირაო - 11%
კამარა - 0%
პსპ დაზღვევა - 16%
სტანდარტ დაზღვევა - 3%
ტაო - 0%
უნისონი - 5%
ქართუ - 3%
ჩარტის საქართველო - 3%
ჯიპიაი ჰოლდინგი - 19%

სულ ხმები: 100
გამოკითხვა დასრულდა on: 14 ივლ 2014 - 09:17

შესვლა

ამინდი

გვიპოვე Facebook-ზე

საიტის ვიზიტორების სტატისტიკა