თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 20 ივნისს, რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტით განისაზღვრა.
თბილისი (BPI) - ერისთავის თეატრის მოწვევით, რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხვალ, უფლისციხის კომპლექსში თეატრალური კონფერენცია გაიმართება.
Read more...
თბილისი (BPI) - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ კონფერენციის (რიო+20) ფარგლებში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ორგანიზებულ პარალელურ თემატურ შეხვედრაზე „მწვანე სამუშაო: შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის" მოხსენებით გამოვიდა. შეხვედრა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამინა მოჰამედმა გახსნა. მომხსენებელთა შორის იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტანზანიის მუდმივი წარმომადგენელი და სრულუფლებიანი მინისტრი მოდესტ მერო.
Read more...
თბილისი (BPI) - გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით "რიო+20"-ზე პარალელური თემატური შეხვედრა მოაწყო თემაზე; "გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში."
Read more...
თბილისი (BPI) - სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დედოფლისწყაროს რაიონში, ფერმერთა მომსახურების ცენტრში, წისქვილკომბინატების ხელმძღვანელებს, ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს შეხვდა.
Read more...
თბილისი (BPI) - “თავისუფალი კლუბი“ (club of liberty) თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მსურველებს იწვევს ბაზალეთზე საზაფხულო სკოლაში თემაზე: „თავისუფლება და საკუთრება თანამედროვე მსოფლიოში“.
თბილისი (BPI) - Association of American Publishers (AAP)-ის მიერ გამოქვვეყნებული ინფორმაციით ამერიკული გამოცემები ბეჭდურ წიგნებზე მეტ მოგებას უკვე ელექტრონულ წიგნებში ხედავენ.
Read more...
თბილისი (BPI) - Association of American Publishers (AAP)-ის მიერ გამოქვვეყნებული ინფორმაციით ამერიკული გამოცემები ბეჭდურ წიგნებზე მეტ მოგებას უკვე ელექტრონულ წიგნებში ხედავენ.
Read more...