თბილისი (BPI) - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვირას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ალფრედ სლოუნის სახელობის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა.
Read more...
თბილისი (BPI) - კახეთში, მცირეშემოსავლიანი ფერმერების დასახმარებლად შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) 3 მლნ შვეიცარიულ ფრანკს გამოყოფს.
Read more...
თბილისი (BPI) - ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education-მა მსოფლიოს 100 ყველაზე ახალგაზრდა (50 წლამდე) და პერსპექტიული უნივერსიტეტის სია გამოაქვეყნა.
Read more...
თბილისი (BPI) - უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი აქტივობა დაფიქსირდა. 2012 წლის მაისში, უძრავი ქონების ბაზარზე 51 243 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2011 წლის მარტის (55 970 ტრანზაქცია) შემდეგ ასევე პიკური მაჩვენებელია.
Read more...
თბილისი (BPI) - 2011 წლის განმავლობაში სულ 73,531 ნომრის პორტირება განხორციელდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი პორტირება - 22,675, მეორე კვარტალში დაფიქსირდა. მესამე და მეოთხე კვარტლებში კი, პორტირებების რაოდენობამ შედარებით იკლო.
მისივე ინფორმაციით, პორტირების შედეგად, ყველაზე მეტი აბონენტი - 12,079 (უფრო ზუსტად, სატელეფონო ნომერი) შპს „ჯეოსელმა“ შეიძინა (პორტირების შედეგად მიღებული და გადასული ნომრების რაოდენობების სხვაობა). მეორე ადგილზეა შპს „მობიტელი“ შეძენილი 3,435 სატელეფონო ნომრით. შპს "მაგთიკომმა“ კი პორტირების შედეგად 15,517 აბონენტი დაკარგა.
ამასთან, სს "სილქნეტის“ ქსელში გასულ წელს პორტირების გზით, მხოლოდ 3 აბონენტი გადავიდა.
თბილისი (BPI) - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლები 8 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან, სადაც ირანის ბირთვული ობიექტების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი", IAEA-ის თავმჯდომარის იუკია ამანოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.