თბილისი (BPI) - იოლში მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ პროდუქციის შეძენისას მწვანე ბარათები გამოიყენონ, სადაც თანხის დაგროვებას შეძლებენ. საქონლის გაყიდვის პროცედურა არ იცვლება. საქონელი სტანდარტულად სკანერზე ტარდება. ბარათზე ქულები გროვდება განურჩევლად ნაღდი და უნაღდო გადახდის შემთხვევაში.
თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერია პარკის 250 სკამის შესაძენად 187 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რის შესახებ დოკუმენტაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
Read more...
თბილისი (BPI) - სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ბესტსელერად ქცეული მისი ბიოგრაფიის ავტორი უოლტერ აიზეკსონი აღწერს მართვის პრინციპებს, რომლის გამოყენებას ყოველი ხელმძღვანელი შეძლებს. სტივ ჯობსმა 1976 წელს თავისი მშობლების ავტოფარეხში Apple–ი დააარსა, 1985 წელს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უკვე 1997 წელს დაბრუნდა, რათა კომპანია გაკოტრებისაგან ეხსნა, ხოლო მისი სიკვდილის მომენტისთვის (2011 წლის ოქტომბერი) Apple ყველაზე ძვირადღირებული კომპანია იყო მსოფლიოში.
თბილისი (BPI) – მიწის ნაკვეთებზე არსებული საგადასახადო შეღავათი მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზეც გავრცელდება. შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის.
თბილისი (BPI) – უფლებადამცველი ორგანიზაცია “Freedom House” აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მოუწოდებს, კავკასიაში ვიზიტისას ადამიანის უფლებები მთავარ თემად აქციოს.
თბილისი (BPI) – გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს მძლეოსნური გარბენით იხსნება. გარბენში მონაწილობის მისაღებად 300-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
თბილისი (BPI) – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ძირითადად სამი სახის შეხვედრა იგეგმება. შეხვედრები 5 ივნისს ბათუმში დილიდან გვიან ღამემდე გაგრძელდება.
თბილისი (BPI) – საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას ხვალ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გამართავს.
Read more...
თბილისი (BPI) – მასაჩუსეტსის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რეალურ დროში აღქმადობის საზომი საშუალება შექმნეს. კალიფორნიის მთებში, ჯგუფი ისეთი ტექნოლოგიისა და სწავლების მეთოდის შექმნაზე მუშაობს, როგორიც სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში გვჭირდება. აღქმადობის საზომ პროგრამას უკვე ჩაუტარდა ტესტი მასაჩუსეტსის, ბერკლის, სტენფორდისა და ბოსტონის უნივერსიტეტებში. შემოდგომაზე მსგავსი ტესტირება ათობით სხვა უნივერსიტეტშიც არის დაგეგმილი.