თბილისი (BPI) - ამიერიდან რეგიონებში მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, მარტოხელა პენსიონერები და მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდები, რომლებსაც მარჩენალი არ გააჩნიათ და სარგებლობენ სილქნეტის უკაბელო ტელეფონით, ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადზე 50%–იანი ფასდაკლებას მიიღებენ.
შეღავათით სარგებლობისთვის აბონენტები გადიან რეგისტრაციას სილქნეტის სერვის ცენტრებში, წარადგენენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობას და მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი ცნობას.
ანალოგიური შეღავათები რამდენიმე წელია მოქმედებს სილქნეტის ფიქსირებულ ქსელში.
50%–იანი ფასდაკლებითა და უფასო სასაუბრო წუთებით სარგებლობს თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები 5 869–მდე პირი – პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, მარტოხელა პენსიონერები და მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდები, რომლებსაც მარჩენალი არ გააჩნიათ.
თბილისი (BPI) - ვისოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იტალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უგულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 2 ივნისს იტალიის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და იტალიის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ვისოლი ფან კლუბს აყალიბებს და ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.
თბილისი (BPI) - ტაივანურმა კომპანია Gigabyte Technology-მ გამოუშვა ნოუთბუქი X11, რომლის წონაც 975 გრამს შეადგენს. კომპიუტერის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზეა განთავსებული.
Read more...
თბილისი (BPI) - საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტნა ფრანსუა ოლანდმა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების მენეჯერების ხელფასები შემცირდება და ხელფასის მინიმალური ოდენობის ოცმაგ მოცულობას არ გადააჭარბებს.
Read more...
თბილისი (BPI) - ესპანეთიდან 100 მილიარდი ევროს კაპიტალი გაიქცა. ესპანეთიდან კაპიტალის გადინებამ 2012 წლის პირველ სამ თვეში, დაახლოებით 100 მილიარდი ევრო შეადგინა. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წერს.
Read more...
თბილისი (BPI) - საქართველოში კიდევ ერთი ავია გიგანტის, ჩინეთის ავიახაზების შემოყვანა იგეგმება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დაინტერესდება თუ არა ჩინური ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით, ჯერჯერობით, უცნობია.
Read more...
თბილისი (BPI) - იუსტიციის სამინისტროში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაულის ორგანიზებაში სამინისტროს "ენკი-ბენკი" დაეხმარა . საბავშვო სტუდიის მსახიობებმა, პატარა მომღერლებმა, თოჯინების თეატრის პერსონაჟებმა ადმინისტრაციული შენობის ფოიე რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად აქციეს. ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ კი ბავშვებს მარტივი ფოკუსისების ტექნოლოგიაც განუმარტა.
Read more...