თბილისი (BPI) – საშუალო განაკვეთი სესხებზე ბანკებში 16 –ს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 37 პროცენტს უტოლდება – ინფორმაცის ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუ’’ საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
თბილისი (BPI) - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ოპერაციებისთვის დღემდე მოქმედ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად მის პორტფელში არსებულ სახელმწიფო ობლიგაციებსაც გამოიყენებს. ეროვნული ბანკი ივნის-ივლისის პერიოდში 114 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას გეგმავს, რომელთა ვადიანობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს. აუქციონები დაიწყება მიმდინარე კვირას და ჩატარდება ყოველკვირეულად, ოთხშაბათ დღეს.
თბილისი (BPI) - კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის განცხადებით, „იმ შემთხვევაში თუ მაია მიმინოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, ეს ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი იქნება“.
თბილისი (BPI) - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ (GSMEA) თემაზე – „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი“ საექსპერტო კვლევა მოამზადა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდნეტის, კახა კოხრეიძის განცხადებით, კვლევის მიზანია, საგადასახადო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ისეთი რეკომენდაციები მომზადდეს, რაც ქვეყნის ბიზნეს-გარემოს გააუმჯობესებს და ინვესტიციებს წაახალისებს.
Read more...
თბილისი (BPI) - თბილისში, ბარათაშვილის #2-ში, ახალი კონცეფციით შექმნილი „ბანკი კონსტანტას“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა. ახალ ფილიალში შესაძლებელია ყველა საბანკო პროდუქტის მიღება როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით: სხვადასხვა მიზნობრიობის სესხებით სარგებლობა, ანგარიშების მომსახურება, ანაბრებით სარგებლობა, ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადახდების გადახდა.
Read more...
თბილისი (BPI) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სახელმწიფო გრანტების პროგრამებს, რომელთა დახმარებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას უწყობს ხელს.
Read more...
თბილისი (BPI) - ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებები გაფორმდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 მაისს, 11:45 საათზე, ფინანსთა სამინისტროში ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებები გაფორმდება.
Read more...