თბილისი (BPI) – კომპანია ,,ახალი ნათება’’ სოციალური პროექტის - “2012 მწვანე ინოვაცია” ფარგლებში დაგეგმილ აქციებს აგრძელებს. აქციის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა კოჯრის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, სადაც სარელაქსაციო-გასართობი ოთახის მოეწყო, რომელსაც ასევე თერაპიის კაბინეტის დანიშნულება აქვს.
თბილისი (BPI) - საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
Read more...
თბილისი (BPI) – ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუ’’ მთავრობის PR აქტივობის ინდექსის შედეგებს აქვეყნებს. 2012 წლის 2 იანვარი 20 მაისი პერიოდში ყველაზე აქტიური სახელმწიფო უწყება ინდექსის მიხედვით განათლების სამინისტრო (273) და შინაგან საქმეთა სამინისტრო (266) იყო.
თბილისი (BPI) - საშემოსავლო გადასახადი არსებული 20 %–დან 15 %–მდე აღარ შემცირდება და სანაცვლოდ, 2013 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს შეეძლება 20 %–იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18 % გადაიხადოს ბიუჯეტში, ხოლო 2 % ნებაყოფლობით საფუძველზე მიმართოს ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე.
თბილისი (BPI) - იაპონური კომპანია Toyota ავტომობილების წარმოებაში ისევ მსოფლიო ლიდერია. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 3 თვეში Toyota-მ 2 მლნ 490 ათასი ავტომობილი გაყიდა. რაც თავის მხრივ 18 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ავტომობილების რაოდენობასთან.
Read more...
თბილისი (BPI) – ინოვაციური პოტენციალის შეფასებით საქართველო 142 ქვეყანას შორის 118–ე პოზიციაზეა და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 7 საფეხურით აქვს გაუმჯობესებული – მონაცემები 2011-12 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ (Global Competitiveness Index) ანგარიშშია შეფასებული.
თბილისი (BPI) - კონტროლის პალატას 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს. როგორც ცნობილია, პალატამ პარლამენტში საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, მოხსენება უკვე წარადგინა. როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, მოხსენებაში განხილულ იქნა 2011 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, აუდიტებისა და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
Read more...
თბილისი (BPI) - ბელგრადში საქართველოსა და სერბეთს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
Read more...
თბილისი (BPI) - კომპანია Leap Motion-მა სენსორი The Leap-ი (ინგლისურად - „ნახტომი“) წარმოადგინა, რომელიც კომპიუტერის ჟესტებით მართვის საშუალებას იძლევა. მოწყობილობა 69,99 დოლარი ეღირება.
Read more...