თბილისი (BPI) - რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა "არტ კაფემ" ბათუმში ახალი სეზონი გახსნა. პირველივე საღამოს სტუმრებს სიურპრიზი მოუმზადეს და ძველ ბათუმში თეატრალიზებული სანახაობა შესთავაზეს.
Read more...
თბილისი (BPI) - ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო ქსელის აღჭურვილობის მეხუთე საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. "ექსპო ბათუმის" მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
თბილისი (BPI) - "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ხვალ, 7 მაისს, პარტიის ცენტრალურ ოფისში 12:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც პარტიის მიერ დაწყებული კამპანიის "ქართული სოფლისთვის" პირველი ეტაპის შედეგებს შეაჯამებს.
თბილისი (BPI) - სერბეთში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატებში BBC-ის ინფორმაციით ძირითადი პრედენდენტები მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და პროგრესული პარტიის წარმომადგენელი ტომისლავ ნიკოლიჩი არიან.
თბილისი (BPI) - ამერიკა ბუნებრივი აირის მსხვილი ექსპორტიორი ხდება. კომპანია Cheniere Energy-მ რამდენიმე კვირის წინ გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის მიზნით ტერმინალის მშენებლობის უფლება პირველმა მიიღო, რაც იმის ნიშანი გახდა, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის მსხვილი ექსპორტიორი ხდება.
Read more...
თბილისი (BPI) - დღეს, 6 მაისს, შიდა ქართლის რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა. ის იგოეთში, აგარასა და სურამში პოლიციის შენობების გახსნას დაესწრო. სამივე პოლიციის შენობაში ლენტი სიმბოლურად ბავშვებმა გაჭრეს.
თბილისი (BPI) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტისა და თვითმართველობის ორგანიზებით ახალი სტუდენტური კონკურსი „რეკლამების ფესტივალი“ იწყება. აღნიშნული ფესტივალი გასულ წელსაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 21-მა გუნდმა მიიღო. სტუდენტები წინასწარ შერჩეულ კომპანიებზე იღებდნენ სარეკლამო კლიპებს. ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული, რომლებიც სერთიფიკატებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.
თბილისი (BPI) - Nokia-ს თავმჯდომარე ჯორმა ოლილა, რომელიც უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს კომპანიის აქციონერებს მთელი რიგი ახალ პროდუქციის გამოშვებას შეპირდა.