თბილისი (BPI) –ამიერიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საფასური ყოველწლიურად 100 ლარი იქნება. მთავრობას "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს და ახალი რედაქციით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად სანებართვო მოსაკრებელი სახით წელიწადში 100 ლარის გადახდა იქნება საჭირო.
Read more...
თბილისი (BPI) - Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი „Greenbytes“ 2012 წლის 6-10 ივლისს ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში, 25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს. საპრიზო ადგილზე გასულმა გუნდებმა ფასიანი პრიზები კომპანია „ალგორითმისაგანაც” მიიღეს.
Read more...
თბილისი (BPI) – „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევის მიხედვით მედიკამენტები ყველაზე ძვირი სააფთიაქო ქსელში ,,36,6’’, ყველაზე იაფი კი ,,ფარმადეპოში’’ ღირს. კვლევა 2012 წლის 26 მარტი – 10 აპრილის პერიოდში ჩატარდა.
Read more...
თბილისი (BPI) - "ბილაინი" აბონენტებს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს. გათამაშება 2 მაისიდან 12 ივლისამდე გასტანს. გათამაშდება ორი ავტომანქანა BMW 520, სამი ორ კაციანი კრუიზის საგზური ხმელთაშუა ზღვაში (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ტუნისი) და 5000 დოლარი (თანხას მიიღებს სამივე საგზურის მფლობელი).
Read more...
თბილისი (BPI) – ინტერვიუ ბიზნესმენ არამ სანოსიანთან;
- თქვენ თავის დროზე ბიზნესი რუსეთში გქონდათ. ახლა კი ბორჯომში თქვენი ინვესტიციით სასტუმრო „ბორჯომი-პალასი“ შენდება. რატომ გადაწყვიტეთ ამ კურორტზე ინვესტიციების დაბანდება?
Read more...
თბილისი (BPI) – საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო სამქეთა სამინისტროში.
Read more...
თბილისი (BPI) - დონალდ ტრამპი FOX NEWS-თან სატელეფონო ჩართვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში იყო. მისი თქმით, დაუჯერებელია ის, თუ როგორ გამოიყურება ადგილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსები ბომბავდნენ.